თეგებით ძიება
30. 08. 2021 მსოფლიო

უცნობ ვირუსს ინდოეთში 68 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში, უტარ-პრადეშში, უცნობი ვირუსული ცხელებით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 12 ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Times of India ავრცელებს.

დაავადების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რეგიონში 68 ადამიანს მიაღწია, მათგან 40 ბავშვია.

ვირუსული ცხელების გაჩენისა და გავრცელების მთავარ მიზეზად ინდოელი ექიმები სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ნაკლებობას, ასევე დაავადების მატარებელი კოღოების მომრავლებას ასახელებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა