კარტოფილის ბლინები - სწრაფი და გემრიელი საუზმე
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 3 ცალი
ფქვილი - 200 გრ
გამაფხვიერებელი - 1 ცალი
მარილი - 1/3 ჩკ
რძე - 3 სკ
კარაქი - 60 გრ
მომზადების წესები:
მოამზადეთ კარტოფილის პიურე. პარალელურად, ცალკე ჯამში მოათავსეთ: ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, კარაქი და მოურიეთ. ამ მასას დაუმატეთ კარტოფილის პიურე და რძე. მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ელასტიურ ცომს.
მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ ცელოფანში და დააყოვნეთ მაცივარში 20–30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედის ფორმის ნაჭრებად.
შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
განსაკუთრებით უხდება არაჟანსა და სოუსებს.
gemrielia.ge