თეგებით ძიება
31. 08. 2021 მსოფლიო

აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა

აშშ-მ ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა. 20-წლიანი ყოფნის შემდეგ ქვეყანა ყველა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა.

ინფორმაციას ABC-news ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ფლორიდაში მაკდილის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრანკ მაკკენზიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედროების გაყვანა დასრულებულია და ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავღანეთის საჰაერო სივრცე უკვე დატოვა.

14 აგვისტოს შემდეგ, აშშ-მ ავღანეთიდან 122 ათასამდე ადამიანი გაიყვანა, მათგან 6 000 აშშ-ის მოქალაქე იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა