თეგებით ძიება
01. 09. 2021 მსოფლიო

ტყვიის შემცველი ბენზინი ოფიციალურად იკრძალება - გაერო

მსოფლიოში ეთილირებული ბენზინის წარმოება ოფიციალურად შეწყდება. ამის შესახებ გარემოს დაცვის გაეროს პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ალჟირში არსებულმა ბოლო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ტოქსიკური დანამატების გამოყენება შეწყვიტა.

საქმე ისაა, რომ ეთილირებული საწვავი ეკოსისტემის დეგრადაციას და ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ის 20 წელზე დიდი ხნის წინ აღარ გამოიყენება, მაგრამ დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ეთილი ბენზინის ოქტანობის ასამაღლებლად კვლავაც გამოიყენება.

ეთილირებულ საწვავში შემავალი ტყვია განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის და ნაყოფისთვის. ახალშობილის ნერვული სისტემა ძალზე დაუცველია ტოქსინების წინააღმდეგ.

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ეთილირებული ბენზინის მოხმარებიდან ამოღება არის „ადამიანის და პლანეტის ჯანმრთელობის ახალი ეტაპი“. გუტიერეშის თქმით, აქამდე 86 ქვეყანა ეთილირებულ საწვავს ჯერ კიდევ გამოიყენებდა, ახლა კი ეს ოფიციალურად შეწყდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა