X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ძლიერი ქარიშხალი აშშ-ში - ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში
  • ძლიერი ქარიშხალი აშშ-ში - ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში

    შეერთებული შტატების ორ შტატში - ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში - ქარიშხალ "იდას" გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლის გამო სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და ნიუ ჯერსის მერი ავრცელებს.

    ამინდის გაუარესება ქარიშხალი იდასგან არის გამოწვეული. ქარიშხალი ლუიზიანას თავს კვირას დაატყდა. "იდა" მე-4 კატეგორიის შტორმად შეფასდა, ქარის სიმძლავრე 150 კმ / სთ იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია მათ შორის, რაც რეგიონში ყოფილა "კარტინას" შემდეგ.
    326 ნახვა