თეგებით ძიება
02. 09. 2021 სპორტი

18 წლის რუსი მოციგურავე, საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერეცია ავრცელებს.

18 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით ქალთა ერთეულთა თანრიგში გამოვა.

"ანასტასია გუბანოვა საქართველოს გუნდის ახალი წევრია! ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია. ანასტასია გუბანოვა საქართველოს გოგონების კატეგორიაში წარადგენს. მალე შეიტყობთ, სად ვიხილავთ პირველად ანასტასიას ახალ პროგრამებს ამ სეზონისთვის", - ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა