თეგებით ძიება

გასახდომი წვნიანი - დიეტოლოგების არჩევანი

ქათმის სუპი საკმაოდ დაბალ კალორიულია. ეს რეცეპტი, ბევრ დიეტოლოგს შეაქვს დიეტის რაციონში. სუპის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ცილა და ნახშირწყლები შედის, ამიტომ ის ერთდროულად მსუბუქიცაა და ნოყიერიც.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 300 გ
წყალი - 3 ლ
ბრინჯი - 100 გ
კვერცხი - 2 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით
სასურველი მწვანილი

მომზადების წესები:

ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. შემდეგ, ქვაბიდან ამოიღეთ ხორცი. ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ ლიმონის წვენი და 100 მლ ბულიონი. ბრინჯი გარეცხეთ, დარჩენილ ბულიონში ჩაუშვით და მოხარშეთ. როდესაც დარბილდება, დაუწიეთ ცეცხლს და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ კვერცხიანი მასა. კარგად ურიეთ, რომ არ აიჭრას. მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. თეფშზე მოაყარეთ სასურველი მწვანილი.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა