TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
რომში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • რომში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა

    რომში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

    ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ. დათო მარსაგიშვილმა კი ტურნირი მეოთხე ადგილით დაასრულა.

    რომის ტურნირამდე, ნიცაში გამართულ მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე ოთხივე ქართველი ჩემპიონი გახდა.

    მესამე ეტაპს 10-11 სექტემბერს, საბერძნეთი უმასპინძლებს.
    202 ნახვა
    5-09-2021, 16:54