სწრაფად მოსამზადებელი სუფი მდნარი ყველითა და ვერმიშელით
უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი სუფი ნებისმიერი სიტუაციიდან გიხსნით და გაგიმრავალფეროვნებთ მენიუს.
ინგრედიენტები:
მდნარი ყველი - 180 გ
ვერმიშელი - 50-100 გ
საშუალო ზომის კარტოფილი - 2 ცალი
ხახვი - 1-2 ცალი
ზეთი ან კარაქი - 3 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მწვანილი - გემოვნებით
წყალი - 2 ლ
მომზადების წესი:
გახეხეთ მდნარი ყველი. ჩაასხით ქვაბში წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუმატეთ ადუღებულ წ ყალში ყველი და თან ურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ გადნება (დაახლოებით 5-7 წუთი)
გაფცქვენით კარტოფილი და ხახვი, გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
გაახურეთ ტაფა, გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. ქვაბში ჩაყარეთ კარტოფილი და მოხრაკუ ბოსტნეული. დაუმატეთ მარილი და პილპილი. ხარშეთ კარტოფილის მოხარშვამდე დაბალ ცეცხლზე, 15-20 წუთი.
შემდეგ ჩაამატეთ ვერმიშელი და ხარშეთ კიდევ 3 წუთი. სუფი მზად არის. ამოიღეთ თეფშებზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
gemrielia.ge