თეგებით ძიება
08. 09. 2021 მსოფლიო

"შენ უკვე შემოხვედი ჩვენს გულებში“ - პასუხისმგებლობიანი პატარძალის ისტორია

იტალიაში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა - მათემატიკის მასწავლებლი, რომელსაც ქორწილი ჰქონდა, ქალაქ მარტინა-ფრანკას სკოლაში ხელშეკრულების განახლებაზე ხელმოწერის მიზნით, საქორწინო კაბაში გამოწყობილი მივიდა.

სოციალურ ქსელში ფოტო სკოლის ადმინისტრაციამ განათავსა, წარწერით: „ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ასეთი ისტორია არასდროს“. მიუხედავად იმისა, რომ პატარძალს დღეს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა, მან მაინც გამონახა დრო, რათა ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.

„გამარჯობა კარმელა, შენ უკვე შემოხვედი ჩვენს გულებში.” - წერია, სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელბულ ფოტოზე.

exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა