ფერადი ქაფქეიქები ჰაეროვანი, ფაფუკი კრემით
ინგრედიენტები:
შაქარი - 250 გ
კარაქი - 200 გ
კვერცხი - 7 ცალი
ფქვილი - 400 გ
არაჟანი ან მაწონი - 130 გ
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
ვანილი
კრემისთვის :
შედედებული რძე - 1 ქილა
კარაქი - 500 გ
ვანილი
საკვები საღებავი
მომზადების წესი:
მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, სანამ ფაფუკ მასას მივიღებთ. დავუმატოთ კვერცხი.
ცალკე თასში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.
მიქსერის დაბალი სიჩქარით მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ კარაქის და შაქრის მასას, ბოლოს დავუმატოთ მაწონი ან არაჟანი.
ჩავასხათ ქაღალდის ქაფქეიქების ფორმებში და გამოვაცხოთ 17-20 წუთი 180 გრადუსზე.
მზა ქაფქეიქები გავაჩეროთ ოთახის ტემპერატრაზე სრულ გაცივებამდე.
დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა ვუმატოთ შესქელებული რძე.
მივიღებთ ფაფუკ, ჰაეროვან კრემს, რომელსაც უნდა დავუმატოთ ვანილი და სასურველი ფერის საკვები საღებავი.
ბოლომდე გაცივებული ქაფქეიქები მოვრთოთ ცივი კრემით.