თეგებით ძიება
09. 09. 2021 მსოფლიო

"ცხედარს 10 000 ევროს ღირებულების ჯვარი მოპარეს" - ცნობილი რეპერი გარდაცვალების შემდეგ გაქურდეს?

ცნობილი რეპერი, პიტერ ანასტასოპულოსი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მომღერლის გარდაცვალებამ ყველა მისი თაყვანისმცემელი და მეგობარი შეძრა, რომ აღარაფერი ითქვას მის ოჯახზე.

მომღერალი უკვე დაკრძალეს და ამ პროცესს ზღვა ხალხი დაესწრო, მათ შორის ელენი ფურეირა, თამთა, პარის კასიდოკოსტა და სხვა ცნობილი ადამიანები.

ანასტასოპულოს ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ცხედარს აკლდა ჯვარი, რომლის ღირებულებაც 10.000 ევროა და ასევე მოპარულია მისი მობილური ტელეფონი. ნაპოვნი იქნა მომღერლის საფულე, სადაც იდო 8.000 ევრომდე თანხა.

“დიდი მადლობა საბერძნეთის მთელ ახალგაზრდობას. არ მოველოდი ამდენ ხალხს მის დაკრძალვაზე. ძალიან ადრე წავიდა ამქვეყნიდან ჩემი შვილიშვილი. ბოლოს სოფელში ვნახე ივლისში, მანქანაში ჩამსვა და გამასეირნა. იმავე მანქანაში, რომლითაც დაიღუპა. მეუბნებოდა, როგორ ვუყვარდი…

როცა ავარია მოხდა, სოფელში ვიყავი. მისმა დედამ, ჩემმა რძალმა დაგვირეკა, ტიროდა, შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე, რაც მოხდა.

როგორ მოკვდა ჩემი შვილიშვილი?! გზაზე წყალი არ არსებობდა. ის კარგი მძღოლი იყო, კვიპროსში დაკავებული იყო შეჯიბრებით,” - აცხადებს მამაკაცი.
georgians.gr


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა