TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში, საძინებელში და აბანოში არ გადამიღონ - შალვა კეკელია
  • ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში, საძინებელში და აბანოში არ გადამიღონ - შალვა კეკელია

    საშინელებაა, როცა ადამიანს უსმენენ მისი ნებართვის გარეშე, - ასე ეხმაურება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შალვა კეკელია ფარული ჩანაწერების გავრცელებას.


    როგორც სასულიერო პირმა "ფორმულასთან" განაცხადა, მისი პირადი რამის გაშუქების არ ეშინია.

    "მე მისმენს ეშმაკიც, მისმენს ღმერთიც. ყველა მისმენს.

    ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია, საშინელებაა, როცა ადამიანს უსმენენ მისი ნებართვის გარეშე. მიუღებელია ეს ყველა ადამიანისთვის, როგორ შეიძლება, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები იყოს.

    მაგრამ მე ნეტა ყველა ადამიანი მისმენდეს, როგორ ვცხოვრობ. 24 საათი მრევლთან ვარ, როგორ ვშრომობ. ნეტა ყველა ადამიანმა მოისმინოს ჩემი ქადაგება, რას ვლაპარაკობ, როგორ ვლაპარაკობ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ის არის, რომ აღსარების დროს არ მოგისმინონ, იმიტომ, რომ ადამიანი სულს გაბარებს და ძალიან მძიმეა, იქ ადამიანმა მოსმენა დაგიწყოს. თორემ ადამიანი ჩემს ცხოვრებას რომ დააკვირდეს, ეს ჩემთვის მიუღებელი არ არის.

    ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი - საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ, " - აცხადებს სასულიერო პირი.

    ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.
    452 ნახვა