თეგებით ძიება
15. 09. 2021 ბიზნესი

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარია. ხელფასი დაანგარიშებულია 2021 წლის II კვარტალის მონაცემებით.

თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 5.5 % - ით გაიზარდა.


საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი თითქმის 500 ლარით აღემატებოდა ქალების საშუალო ხელფასს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა