თეგებით ძიება

ფარულ მოსმენებზე უვადო პატიმრობა უნდა იყოს - მეუფე ნიკოლოზი

სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა, - ამის შესახებ განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "მთავარ არხთან" საუბარში.

"ჩვენ, საზოგადოებამ, არ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, როდესაც ერთ ცნობილ ქალბატონს დაუდეს პირადი ცხოვრების მასალები და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. სასწაულით პატრიარქმა გადაარჩინა თვითმკვლელობას და აი ეს არის უმძიმესი დანაშაული ერთი პიროვნების მიმართ და დღეს მთელი ერის მიმართ არის. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა", - აცხადებს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა