თეგებით ძიება

"გაითიშა, აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ" - ბექა ყორშია ოპერატორის გადაგდებაზე

რამდენიმე წამით გაითიშა, აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ" - აცხადებს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია, რომლის ოპერატორის ლევან აბლოთია ქარელში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მეორე სართულიდან გადააგდეს.

გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ", - აცხადებს ბექა ყორშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა