თეგებით ძიება

არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა - როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის მდგომარეობა

"მთავარი არხის" ოპერატორის, ლევან აბლოთიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, სხვა დანარჩენი კვლევები კი მიმდინარეობს

"ძაან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ არ არის სამწუხაროდ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის ამის შედეგად დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით.

მათი ხელიდან ადამიანი მკვდარია ვინც ის გადმოაგდო აივნიდან. და მე მას ვპირდები რომ მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კი არა, ციხეს ვახეხინებ სანამ ცოცხალი ვარ. ამას რომ რამე მოსვლოდა, აი იმ ჩლიქოსანს გავატყავებდი. ახლა შეიძლება ვაკმარო უფრო ნაკლები სიმძიმის დასჯა. ...ეს ბექა ყორშიაა. ისიც სცემეს. უბრალოდ ამის მოყოლის თავი ახლა არავის არ გვაქვს, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას ქარელში, "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს. ბრალდებას უარყოფს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა