თეგებით ძიება

ქარელში, საავადმყოფოსთან, სადაც "მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორი იმყოფება, ხმაურია

ქარელში, "ევექსის" კლინიკასთან, სადაც "ოცნების შტაბის" მეორე სართულიდან გადავარდნილი "მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორი, ლევან აბლოთია იმყოფება, ხმაურია.

ადგილზე იმყოფება არხის გენ დირექტორი, ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის სხვა გადამღები ჯგუფი, რომლებსაც ტერიტორიაზე მყოფი "ოცნების" წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპიორდნენ. როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, არხის გადამღებმა ჯგუფმა პროვოკაცია მოაწყო შტაბში, ხოლო ოპერატორი არავის გადაუგდია, თავისით გადავარდა.

ადგილზეა მობილიზებული პოლიციაც.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას ქარელში, "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს. ბრალდებას უარყოფს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა