თეგებით ძიება

"დეიდაშვილი ხელს ყოველთვის ჩემი საცვლის ქვეშ ყოფდა... არავინ იცის და ვერც ვიტყვი - არავინ დამიჯერებს, თან ამ ბიჭს უკვე ოჯახი აქვს"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე „დამიცავი, პატარა ვარ“ ძალადობის მსხვერპლის ისტორია ქვეყნდება:

"არ ვიცი, ამას რატომ ვწერ, მაგრამ არ შემიძლია, მაინც არ ვთქვა.

პატარა ვიყავი, 5 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი, ამ დროს 3-4-5 წლის ვიქნებოდი ალბათ. დეიდაშვილი მყავს (თუკი ამ პოსტს წაიკითხავს, მიხვდება თავის თავზე) ჩემზე უფროსი იყო 7-8 წლით. ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ბავშვი იყო, სულ ვთამაშობდით და მშობლებიც ენდობიდენ რა თქმა უნდა.
ამიტომ, ჩვენ სულ სხვა ოთახში ვიყავით გასართობად და იქ აკეთებდა ამას: ხელს ყოველთვის ჩემი საცვლის ქვეშ ყოფდა...
მაშინ მართლა ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს. ცუდს ვერ ვფიქრობდი, მეგონა, მეფერებოდა... ხო ზუსტად ეგ... იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი... მეც არ ვეწინააღმდეგებოდი არასოდეს, სულ ჩუმად ვიყავი, ჩემთვის.
დაახლოებით 10 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რაც იყო ეს, გულისრევის შეგრძნება მქონდა, მაგრამ ეს დღემდე არავინ იცის და ვერც ვიტყვი - არავინ დამიჯერებს ალბათ. თან ამ ბიჭს უკვე ოჯახი აქვს, მე კი მთელი ცხოვრებას ამაზე ფიქრში და ტანჯვაში გავატარებ..."




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა