თეგებით ძიება

„ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!“ – ნინო ზამბახიძე(ვიდეო)

თბილისში, ვერაზე 20 წლის ბიჭს გუშინ ანგარისშსწორების მიზნით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ეხმაურება.

„ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპული განათლება-მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია – feeds შექმნა.

მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი, ბოლოს მაინც, – სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-მეთქი. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს და 8 ტყვია დააცალეს!

ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ, ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან – ასეთ ნიკოს“, – წერს ნინო ზამბახიძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა