თეგებით ძიება

ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია, "მთავარი არხის" ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია.

"ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. მე სამწუხაროდ, არ ვიცი არაფერი, თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ ოპერატორს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჟურნალისტებს",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა