თეგებით ძიება

წყალმომარაგება შეიზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, 16 სექტემბერს თბილისის ზედა ზონების - წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, ტაბახმელასა და შინდისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს.

ბოლო, დამასრულებელ ეტაპზე დღეს, 16 სექტემბერს კომპანია წავკისის სატუმბო სადგურში მოწყობილი ახალი ტუმბო-აგრეგატების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

დღეს, 16 სექტემბერს საღამოს 23:00 საათიდან 17 სექტემბრის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დაბა წყნეთს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, ახალდაბას, სოფელ ბეთანიას, სამადლოს და ჩერონის დასახლებას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა