თეგებით ძიება

ვინ არის გარდაცვლილი 14 წლის მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა

სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 14 წლის გიორგი ცქვიტარია ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, მოზარდს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები:

„მეოთხე დღეა მთელი სამტრედია გიორგის დასტირის. ის დედის ერთადერთი შვილი იყო. მის გარდა არავინ ჰყავს მის გაუბედურებულ დედას… ძალიან საყვარელი, თბილი და საყვარელი ბავშვი იყო. ჯერ ისევ შოკურ მდგომარეობაშია ოჯახი და ყველა. იმდენად წარმოუდგენელია მისი გარდაცვალება, რომ რეალობასთან თვალის გასწორება გვიჭირს.

რა მოხდა ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ ბავშვები წასულან სათამაშოდ მიტოვებულ ადგილას, ლიანდაგებზე. მწყობრიდან გამოსულ ვაგონებზე ასულან იქ თამაშობდნენ თურმე. გიორგი ვაგონის სახურავზე ამძვრალა. იქვე გადიოდა მაღალი ძაბვის სადენი, რომელსაც სავარაუდოდ ხელით შეეხო. ზოგი სხვა ვერსიას ყვება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვი აღარ გვყავს. დედას ერთადერთი შვილი მოუკვდა.

გიორგი მშობლები დაშორებულები იყვნენ, მამამისს მეორე ოჯახი ჰყავს.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა