თეგებით ძიება

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალქე თავისუფალია. ფაქტს სუს-ში ადასტურებენ.

ზურაბ დოთიაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დოთიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა.

ფაქტზე გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებლი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა