თეგებით ძიება

სტიქია ქობულეთში - ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფლში კი მეწყერი ჩამოწვა

სტიქია ქობულეთში - ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველ სართულები დაიტბორა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა.

უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელში: დაგვა-ლაზისტანი, ბობოყვათი, კვირიკაული, კონცელიძეები, ზედა სამება, კახიძეების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის ადგილას გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შექმნილია სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ajaratv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა