თეგებით ძიება

პურის ფასი სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება

პურის ფასი 10 თეთრით ძვირდება. ფასები, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მოიმატებს, რასაც პურპროდუქტების მწარმოებლებიც ადასტურებენ.

"შეიძლება 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე ფასები არ შეიცვლება. საქართველოში პურის ფასი არ იკბინება და იმაზე მეტი არ არის, რაც მეზობელ ქვეყნებში.",- თქვა მალხაზ დოლიძემ "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.

პურის გაძვირების მთავარი მიზეზი გლობალური ფასების ზრდაა, რომელსაც თან დაერთო ლარის კურსის გაუფასურება. ფასზე გავლენას ხორბლის ცუდი მოსავალიც ახდენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა