თეგებით ძიება

პიცა ფუმფულა ცომით - განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები:

ცომი:

თბილი წყალი - 250 მლ
შაქარი - 1,5 სკ
მარილი - 1 ჩკ
საფუარი - 7 გ
კვერცხი - 1 ც
ფქვილი - 500 გ
კარაქი ან ზეთი - 3 სკ

სოუსი:

ტომატპასტა - 50 გ
წყალი - 50 მლ

შიგთავსი:

ძეხვი - 250 მლ
ყველი - 150 გ
კიტრის მწნილი - 1-2 ც

მომზადების წესები:

წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. თავზე გადააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 10 წუთით. შემდეგ დაუმატეთ მარილი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი. მასა რომ შეიკვრება, დაუმატეთ ზეთი ან დამდნარი კარაქი და ზელვა გააგრძელეთ.

მოზელილი ცომი გადაიტანეთ ჯამში, თავზე გადააფარეთ და დააყოვნეთ 2-3 საათით.

ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ. ცომი გააბრტყელეთ, მასზე გადაანაწილეთ წყალში გახსნილი ტომატპასტა, გადაიტანეთ დაჭრილი ძეხვი, ყველი, კიტრის მწნილი (ან თქვენთვის სასურველი სხვა ინგრედიენტები) და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 15 წუთით.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა