თეგებით ძიება

მარტივი საუზმე მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები:

პური - 3-4 ნაჭერი
ძეხვი ან ლორი - 100 გ
პამიდორი - 1 ც
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
კვერცხი - 3-4 ც
მარილი - გემოვნებით
რძე - 50 მლ

მომზადების წესები:

პური, ძეხვი და პამიდორი დაჭერით კუბებად. ყველი გახეხეთ.

კვერცხს შეურიეთ რძე, მარილი და გათქვიფეთ.

ტაფაზე დაასხით ზეთი (ან კარაქი დაადნეთ) და მოაყარეთ დაჭრილი პური. შემდეგ ფენად - ძეხვი და პამიდორი. ბოლოს მოასხით კვერცხი და თავზე ყველი მოაყარეთ. სურვილისამებრ სხვა სანელებლებიც დაუმატეთ.

ტაფას თავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა