თეგებით ძიება
23. 09. 2021 სპორტი

ქართული საჭადრაკო სამყარო ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ქართული საჭადრაკო სამყარო მხარს უჭერს მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულს, პირველ ქალ-დიდოსტატს ვაჟთა შორის, xx საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალს, ნონა გაფრინდაშვილს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

"ლეგენდარულმა ჩემპიონმა სარჩელი შეიტანა ამერიკული კინოინდუსტრიის "ნეტფლიქსის’ წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში, 16 სექტემბერს.
ნონას ინტერესებს დაიცავს ქართული იურიდიული კომპანია BLB – blb.ge
ნონა გაფრინდაშვილის სარჩელმა მსოფლიო პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, „ნეთფლიქსს“​ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.

გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე და დამამცირებელი ,1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეთფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რითიც ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა