თეგებით ძიება

"შანსს არ დაგიტოვებდით, მარიონეტო “ბიჭებო”...გახარია მოღალატე არაა" - იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სიმპატიას არ მალავს ექსპრემიერ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ, გიორგი გახარიას მიმამრთ.

"აუუუ… ჯერ ხომ იმას ვამბობდი, ოცნებამ ჩემი სახით სერიოზული PR და მარკეტინგი დაკარგა მაშინ - თუმცა ერთ ადგილას უნდა მლოკონ, იმდენი გავუკეთე დონდლოებს მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელები მოეშორებინათ, რაც ა რ გააკეთეს.

დღეს ვამბობ, გახარიას გვერდით ისეთი პრ ვეყოლებოდი, მუთაქა კობახიძე და მისთანანს უბრალოდ არგუმენტს არ დავუტოვებდი. საკმაოდ მიომია დორბლიანებთან და ვიცი სუსტი წერტილებით სახეში მანიპულირება, ვატირებდი პირდაპირ ეთერში.

უბრალოდ არ ვიცით, საიდან უბერავს გახარიას ქარი, მაგრამ ოცნების უსუსტესი კადრები (კალაძე გამონაკლისია, ყოველთვის ვიტყვი ამას, ამ ბიჭს უზარმაზარ პატივს ვცემ, საკუთარი მიღწევებისთვის და კაცობისთვის) - შანსს არ დაგიტოვებდით, მარიონეტო “ბიჭებო” და ყველამ იცით, სიტყვას ვერ შემიბრუნებდით. შემიბრუნებდით და ასს დაგიბრუნებდით.

ხო, კიდევ რამდენიმე ადამიანია ოცნებაში, ვისიც მჯერა. მაგრამ 2-3 კაცით მილიონი მოღალატე არ მარცხდება.
და…. გახარია ჩემთვის მოღალატე არაა, პრონციპული ადამიანია, რომელსაც თავისი თავი ტვინი და რაც ასე მნიშვნელოვანია, ხერხემალი გააჩნია.
მაგრამ მე საბედნიეროდ, ამერიკაში ვცხოვრობ, თუმცა ძალიან აზარტში ვარ, გახარიას გულშემატკივრობაში.

და, Monsieur Monte Cristo, როცა თქვენს პოლიტიკურ მიზნებს განახორციელებთ, ერთი თხოვნა მაქვს: საქართველოს ნეიტრალიტეტის რევერანსი მაჩუქეთ
მადლობა წინასწარ !
pacifism forever", - წერს შაფათავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა