თეგებით ძიება

"ჩემი ძმა ბო*ობას“ მაბრალებს... მითხრა, მშობლები რომ მოკვდებიან, ამ სახლიდან მოგისვრიო" - შშმ პირის მძიმე ისტორია

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფარგლებში, ანონიმი ავტორის ისტორია ვრცელდება:

"ვეხმიანები იმ პოსტის ავტორს, რომელიც ამბობდა, ჩემი ძმა „ბოზობას“ მაბრალებსო.
მეც იგივენაირი შემთხვევა მაქვს. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მე შშმ პირი ვარ და დამოუკიდებლად ვერ გადავადგილდები.

ჩემი ძმა გადამეკიდა, ვიღაცები დამისახელა, ამბავი მომივიდა, ამათთან დადიხარო. ჯერ გამეცინა, მეთქი შენ ხომ კარგად ხარ. მერე ძალიან გავბრაზდი, როგორ მიბედავდა ეს ნაძირალა ასეთ რამეებს? მეგობრები მყავს არასამთავრბო ორგანიზაციებიდან და სავარაუდოდ ეგ ესობოდა გულზე ლახვრად.

მოკლედ, ჩემმა ძმამ ერთი ასეთი გულისგამაწყალებელი თავდასხმისას მითხრა, დედა და მამა რომ მოკვდებიან, შენ ამ სახლიდან მოგისვრი და მერე გიშველონ შენმა სოროსელმა მეგობრებმაო.

ახლა საერთოდ ხმას არ ვცემ ამ ნაძირალას.

მე მგონია, რომ თქვენი და ჩემი შემთხვევები ერთმანეთს ჰგავს და რომ მოძალადე ძმები თავიანთი დების ლაფში ამოსვრის გზით მათ ქონებას ართმევენ. არ დაუთმოთ არაფერი! ამ ამბავს შევაკვდები და ამ ნაძირალას თავისას არ გავატანინებ!!!",- წერს ანონიმი ავტორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა