ნახევრად ფენოვანი ხაჭაპური – ამ ცომით, ასევე გამოაცხობთ უგემრიელეს ლობიანებსაც
„მოცემული რეცეპტით გამოგივათ 2 ცალი სტანდარტული საცხობი ფორმის ხაჭაპური და ლობიანი.
ინგრედიენტები:
- ფქვილი - 1 კგ
- მარილი - 1 ჩკ
- შაქარი - 1 ჩკ
- საფუარი - 1 სკ
- თბილი წყალი - 500 მლ
- ფენოვანი ცომის მარგარინი - 300 გრ
მომზადების წესები:
პირველ რიგში, მოამზადეთ საფუვრიანი ცომი: თასში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები (მარგარინის გარდა), მოზილეთ ცომი და შეფუთეთ. ცომი ორჯერ ჩაზილეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მასა და წაუსვით ოთახის ტემპერატურის მარგარინი ( 300 გრ მთლიანად), გადაკეცეთ კონვერტისებურად, მაცივარში დააყოვნეთ 30 წუთით, საჭიროა 3- 4 ჯერ გადაკეცვა. ბოლოს გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 4 ნაწილად.
აიღეთ ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ, შემდეგ გადაანაწილეთ ყველი და ზევიდანაც დააფინეთ ცომის მეორე ნაწილს. გადაუსვით კვერცხის გული და არაჟანი. გამოაცხვეთ 170 - 180°ზე, 40-45 წუთით. უგემრიელესია.
წყარო:gemrielia.ge