თეგებით ძიება

"ონის რაიონის ოკუპირებულ სოფელ კვაისაში რუსებმა სამხედრო ქალაქი გააშენეს" - რას წერს დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ კვაისაში რუსებმა სამხედრო ქალაქი გააშენეს. ესეთი დონის და მასშტაბის საოკუპაციო ბაზა ფაქტობრივად მხოლოდ ცხინვალშია.

"როდესაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს ვუსვამ კითხვას, თუ რატომ არ დგანან ძალოვნები მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში, პასუხი მხოლოდ მხრების აჩეჩვაა. ეს კი ოკუპირებული ქვაისაა, რომელიც ეკუთვნის ონის მუნიციპალიტეტს და ონიდან სულ რაღაც 15-20 კმ ში მდებარეობს.

თუ დაგუგლავთ "კვაისას", ვიკიპედია ამოგიგდებთ საკმაოდ მწირ ინფორმაციას, მაგრამ 2 ძალზედ მნიშვნელოვან პუნქტს იპოვით - 1. თურმე კვაისას ინფრასტრუქტურა დანგრეულია. 2. კვაისაში სპილენძის და თუთიის საბადოებია. ოკუპირებულ კვაისაში კი ამასობაში სამხედრო ქალაქი გააშენეს რუსებმა. ესეთი დონის და მასშტაბის საოკუპაციო ბაზა ფაქტობრივად მხოლოდ ცხინვალშია მხოლოდ.

თქვენც კითხეთ ძალოვნებს და ქოც-ხელუსუფალთ - რატომ არ დგანან შესაბამისი სტრუქტურები რაჭაში და რატომ არ პატრულირებენ ოკუპაციის ხაზთან? რამხელა ტერიტორია დაუთმო ხელისუფლებამ "შიშის ზონების" სახით რაჭაში, ამაზე ცალკე მოგიყვებით," - წერს დავით ქაცარავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა