თეგებით ძიება

ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი - ანი წითლიძე

ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი.

მისივე თქმით, სიაში მოხვედრილები ქართული ოცნების წევრები, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა. საოლქოში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გადასატანი ყუთის მოთხოვნაზე ცესკო-ს 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა