ნამცხვარი ფინჯანში - ცხვება 5 წუთში
ინგრედიენტები:
ფქვილი - 4 ს/კ
შაქარი - 4 ს/კ
კაკაო 2 სკ
რძე - 3 ს/კ
ზეთი ან კარაქი - 3 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და გადავიტანოთ 1 დიდ ან 2 საშუალო ჩაის ჭიქაში. ცომით ნახევრამდე უნდა გაივსოს ჭიქა, ცხობისას ნამცხვარი ფუვდება და ამოდის. ჭიქა შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში, მაღალ სიმძლავრეზე (800 ან 1000 ვატი) და 3 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შემდეგ ვაცადოთ შეგრილება, დანის პირი შემოვატაროთ და თეფშზე გადმოვიღოთ.
ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)
gemrielia.ge