უნაზესი შოკოლადის დესერტი
ინგრედიენტები:
რძე - 2 ჭიქა
კაკაო - 1/4 ჭიქა
სიმინდის სახამებელი - 1/4 ჭიქა
შაქრის პუდრა - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები:
რძეს დაუმატეთ შაქარი, კაკაო და სიმინდის სახამებელი. კარგად გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, საცერში გაატარეთ და ქვაბში გადაასხით.
დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, სურვილისამებრ დაუმატეთ 1/4 ჭიქა შავი შოკოლადი და გააგრძელეთ მორევა. რომ გასქელდება, გადმოდგით და ჭურჭელში (წინასწარ ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი) გადაიტანეთ.
გააგრილეთ მაცივარში 4-5 საათით ან მთელი ღამით. ფორმიდან რომ ამოიღებთ, გაფორმებისთვის კაკაო მოაფრქვიეთ.
gemrielia.ge