დამარინადებული ქათამი ბოსტნეულის გარნირით - მადისაღმძვრელი კერძი
ინგრედიენტები:
სვანური მარილი
ფორთოხალი - 1 ცალი
ლიმონი - 2 ცალი
ბოსტნეულის ზეთი - 400 გრ
ნიორი - 4 კბილი
ქინძი - 2 კონა
მწვანე ხახვი - 1 კონა
როზმარინის ტოტი
ინგრედიენტები ბოსტნეულის გარნირისთვის:
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ყვითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ყაბაყი - 2 ცალი
ბადრიჯანი - 2 ცალი
ინგრედიენტები ბროწეულის სოუსისთვის:
ბროწეულის წვენი - 300 გრ
ტკბილ–მწარე სოუსი - 100 გრ
პილპილი
წითელი ღვინო - 200 გრ
მომზადების წესები:
ჯამში ჩაასხით ბოსტნეულის ზეთი, გაწურული ფორთოხალი, ლიმონი, ჩახეხეთ ორივე ხილის კანი (ცედრა). კარგად ათქვიფეთ ეს მასა ხელის მიქსერით, რომ გაიხსნას ყველა ინგრედიენტი. შემდეგ, ჩადეთ ქათმი და ეს მასა კარგად შეაზილეთ. ნიორი, ქინძი, მწვანე ხახვი და როზმარინის ტოტი ჩადეთ მუცელში.
გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთით.
გარნირისთვის ეცადეთ, რომ ყველაფერი დაჭრათ საშუალო ზომის სამკუთხედებად, შემდეგ შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე, დააყარეთ ორეგანო, ცოტა მარილი და 1 კბილი დაკეპილი ნიორი. გარნირიც მზადაა.
ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, შემდეგ დაასხით ტკბილ - მწარე სოსუსი, პილპილი, წითელი ღვინო და ამ ყველაფერს მოაყარეთ 150 გრ შაქარი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ეს მასა არ შეიკვრება და გახდება ბლანტი.
გემრიელიას ჯგუფში შეფმზარეულმა სოსო ხაინდრავამ პირდაპირ ეთერში სპეციალურად მკითხველისთვის მოამზადა ეს კერძი.
gemrielia.ge