თეგებით ძიება

უმსუბუქესი ფრანგული რატატუი

ინგრედიენტები:

ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
პამიდორი - 3
ყაბაყი, საშუალო ზომის - 1-2
ბადრიჯანი - 1-2
მარილი და პილპილი
პროვანსული სუნელი

მომზადების წესები:

სიფრიფანა რგოლებად დავჭრათ ბადრიჯანი, ყაბაყი და პამიდორი. ზეთს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი. სურვილის შემთხვევაში, რატატუის ემატება ასევე თხლად დაჭრილი ხახვი, კარტოფილი ან ტკბილი წიწაკა.
საშუალო ზომის ღუმელის ფორმაში რიგ-რიგობით ლამაზად ჩავალაგოთ ბოსტნეულის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, პროვანსული სუნელები და მოვასხათ ნივრიანი ზეთი. შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი. მზას მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი (ქონდარი, რეჰანი, ქინძი და სხვა)

*პროვანსული სუნელი მშრალი სუნელების ნაკრებია, რომელშიც ძირითადად შედის როზმარინი, მაიორანი, ბეგქონდარა, თავშავა და ა.შ. ძალიან უხდება აჯაფსანდალს და მის სხვადასხვა სახეობებს.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა