TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
“სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობს” – გია კვარაცხელია
  • “სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობს” – გია კვარაცხელია

    22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე, რომელიც ქუჩაში ჩაცხრილეს, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი გუშინ პირადად ესაუბრა მოკლულის მამას, “კანონიერ ქურდს”, გია კვარაცხელიას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

    “ის ვერ აკავშირებს მომხდარს ვერავისთან. გამორიცხული არაფერია, თუმცა ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს. ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს საუბარი. განსაკუთრებული მამა-შვილობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ ასეთი რამ მითხრა: ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა დაგეგმილი პრეზენტაცია თარჯიმნის გარეშე მომესმინაო. სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობსო,” – ციტირებს გია კვარაცხელიას სიტყვებს ოჯახის ადვოკატი.
    3 209 ნახვა
    5-10-2021, 15:24