თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალურად მიმართა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 საპყრობილეში იმყოფება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"მე არც ვუპასუხებდი მის ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის მზად არის ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს",-განაცხადა სააქაშვილს ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულის, რომ: "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა