თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სავარაუდოდ დააკავეს

თბილისში, სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, თუმცა ოფიციალურ უწყებაში ამ დრომდე არ ადასტურებენ.

23 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს წარუდგინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის შემკვეთად 2001 წელს მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას შვილი სახელდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კაკულიების ოჯახმა ამ ვერსიას სიცრუე და ცილისწამება უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა