თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დასაგეგმად ბრალდებულები თურქეთში იყვენ გადასულები - მედია

"კრიმინალური ავტორიტეტის" შვილის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია მკვლელობის დასაგეგმად ბრალდებულები თურქეთში იყვნენ ჩასულები. ექსკლუზიურ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში გადავიდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძეც ადასტურებს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩვენებაში კეთილაძე ყვება, რომ თურქეთიდან დაბრუნებული გიორგი კავილაძე ბოლოს მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს ნახა.

თავად ირაკლი კეთილაძის მიმართ ძიება სხვა საქმეზე მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის უშუალოდ მონაწილეობდა აგვისტოში ერთ-ერთ ქუჩაზე პნევმატური იარაღიდან განხორციელებულ სროლაში. ჩხრეკისას მას ცეცხლსასროლი იარაღიც ამოუღეს.

ირაკლი კეთილაძეს და ძებნაში მყოფ გიორგი კავილაძეს მეგობრობის გარდა საერთო ბიზნესიც აკავშირებთ – სადგურის მოედანზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზია და საწყობი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მივიდნენ, ტანსაცმელი გამოიცვალეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მაღაზიის საწყობიდან აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის კუთვნილი ტანსაცმელი ამოიღეს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტანსაცმელზე ნიკო კვარაცხელიას სისხლის კვალი ამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი მეორე დღეს სექტემბერს გარდაიცვალა. ნიკო კვარაცხელია 21 სექტემბერს დაკრძალეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა