ბადრიჯნის ტოლმა
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 10 ც
ხორცის ფარში - 500 გ
დაკეპილი ხახვი - 3 თავი
სტაფილო - 1 ც (პატარა)
მრგვალი ბრინჯი - 3 სკ
გახეხილი პომიდორი - 2 ჭიქა
დანაყილი ნიორი - 2 კბილი
დაჭრილი ქინძი, რეჰანი და პიტნა
მდუღარე წყალი - 0.5 ჭიქა
ჭარხლის ფოთლები - ქვაბში ჩასაფენად
ძირა - 1 ჩკ
მარილი და შავი პილპილი
მომზადების წესები:
ბადრიჯნები ორად გავჭრათ და გული ამოვუღოთ. ხორცის ფარშს დავუმატოთ ნიორი, 1 თავი ხახვი, ბრინჯი, მდუღარე წყალი, ძირა, მარილი და პილპილი, მოვზილოთ ხელით და ჩავტენოთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. დანარჩენი ხახვი პამიდვრის პიურესთან ერთად მოვშუშოთ ცოტაოდენ ზეთში, დავუმატოთ მწვანილები და სანელებლები. ქვაბში ჩავაფინოთ ჭარხლის ფოთლები, ჩავაწყოთ ბადრიჯნები, დავასხათ სოუსი და მოვხარშოთ ბრინჯის მომზადებამდე.
gemrielia.ge