თეგებით ძიება

"მე მივყვები ჩემი ხალხის ძახილს, ჩემი გულის ძახილს" - მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვა

"მთავარი არხი" მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ვიდეომიმართვის ნაწილს ავრცელებს, რომელიც სამშობლოში მისი დაბრუნების შემდეგაა ჩაწერილი.

"მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, რომ ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც მოვდიოდი 2-ში საღამოს, უნდა გადაესროლათ ამ ქვეყნებში, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდები იქნებოდა, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლები კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

მე მივყვები ჩემი ხალხის ძახილს, ჩემი გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების დანახვა, ამ მიწის დანახვა ამ სურნელის შეყნოსვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა ეს ჩემთვის.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა არის, როცა 8 წელი არ ყოფილხარ შენ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს არის ჩემთვის, ყველაზე მთავარი, ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მე ჩემ მიზანს მივაღწიე, მე ნამდვილად არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემ ქვეყანაში, ჩემ საქართველოში, ჩემ ქართველებს შორის, ჩემ თანამებრძოლებს შორის, ჩემ თანამებრძოლებს შორის, ჩემ ერს შორის და ვიბრძვი მისთვის და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა