თეგებით ძიება

"არ გვძინავს, ვართ სტრესის ქვეშ" - შემზარავი კადრები ბათუმიდან, სადაც შესაძლოა კიდევ ერთი ბინა დაინგრეს(ვიდეო)

სოციალური ქსელში არსებული გვერდი „ბათუმი" შემზარავ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც გორგასალის ქუჩაზე მცხოვრებმა გადაიღო. როგორც ადგილობრივი აცხადებს, შესაძლოა ბინა მალე ჩამოინგრეს და ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

„მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 - მცხოვრები. სასტუმრო „აისის" კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა ამ კორპუსის მე 3- მე -4 სადარბაზოებში.

ეს ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, ბზარი რომელიც ყოველდიურად იზრდება და ფაქტობრივად ბომბზე ვზივართ. არ გვძინავს ვართ სტრესის ქვეშ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და გააშუქეთ სანამ არ დატრიალდა იგივე ტრაგედია რაც კიროვზე ვიხილეთ.

იქნებ ტელევიზიების გაშუქების შემდეგ მოგვაქციონ ყურადღება და გადაგვირჩინონ უამრავი ბავშვი და ზრდასრული ამ კორპუსში მცხოვრები”, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.



digest


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა