თეგებით ძიება

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე" - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, იმჟურნალისტის შესახებ წერს, ვინც იმ კაცთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც ცოლ-შვილი ტრაგიკულად გარდაეცვალა და მის მაგივრად ბოდიშს იხდის.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტის სინქრონს მოჰყვა..

იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილებ გარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.

ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლად, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა(( ისე ვწუხვარ..ისე((.

მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე.. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა ( მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე).

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში.

იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც „ტვ პირველის“ თანამშრომელი. ბოდიში!", - წერს ინგა გრიგოლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა