თეგებით ძიება

„გაუგონარი უბედურებაა, უსამართლო, არაფერში რომ არ წერია…" - ნოე სულაბერიძე რამაზ დავლაძეს

ჟურნალისტი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში რამაზ დავლაძეს მიმართავს, რომელმაც ცოლ-შვილი ტრაგიკული შემთხვევის გამო გარდაეცვალა.

„გაუგონარი უბედურებაა, უსამართლო, არაფერში რომ არ წერია…

რამაზ, მეგობარო არ გიცნობ, მაგრამ ტვინს შენი მდგომარეობის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია… ცაში პირადი ანგელოზები გყავს დღეიდან შენი საყვარელი მეუღლის და შვილების სახით… ამიერიდან მათთვის უნდა გააგრძელო ცხოვრება და ბევრი წლის შემდეგ ისევ ნახავთ ერთმანეთს“, - წერს ნოე სულაბერიძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა