თეგებით ძიება

კაცი, რომელიც ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ზვიად თავდგირიძე, რომელიც ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მედიკოსებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა