თეგებით ძიება

გორში ავარიას ფოტოგრაფი ემსხვერპლა, მას ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა

9 ოქტომბერს გორში ქორწილის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

გარ­დაც­ლი­ლე­ბი არი­ან 18 წლის თაზო მუ­რა­დაშ­ვი­ლი და 27 წლის ფო­ტოგ­რა­ფი მიშო ვა­ნიშ­ვი­ლი. ამ უკა­ნას­კნელს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

მიშო ვანიშვილთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტო ავრცელებს.

"გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი - მიშო ვანიშვილი დაიღუპა. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დადგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.

მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ.

ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს.
... დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა