თეგებით ძიება

დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში - მიტროპოლიტი შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) სამძიმარს უცხადებს ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.

გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ.

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებს“, - აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა